საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში იტალიის ნაკრებთან მერვედფინალში 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ლაშა შავდათუაშვილი (+73 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში ისტორიაში პირველად იღებდა მონაწილეობას.

ასევე იხილეთ