ლაშა ბექაური: ერთი სული მაქვს, საქართველოში ჩავიდე, ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დიდი გამარჯვება და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ

„ერთი სული მაქვს, საქართველოში ჩავიდე, ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დიდი გამარჯვება და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ“, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.

„დასრულდა ოლიმპიური თამაშები. ძალიან მშვიდად ვარ, რისთვისაც ვემზადებოდი ყველაფერი იდეალურად გავაკეთე და ვფიქრობ, გავაკეთეთ მთლიანად ძიუდოს ოჯახმა.

ერთი სული მაქვს, საქართველოში ჩავიდე, ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დიდი გამარჯვება და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

 

ასევე იხილეთ