დღეიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში გამოიდარებს
დღეიდან უმეტეს რეგიონში გამოიდარებს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნალექის და ქარის შემცირებას ვარაუდობენ.
თბილისში მეტწილად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს.