ბენიამინ ნეთანიაჰუ: მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის გრძელი გზა გაიაროს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა შეინარჩუნებს ისრაელის უსაფრთხოებას.
ის უარყოფს ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთავაზებას მოთხოვნები დაუმატა.
„არც ერთი მოთხოვნა არ დაგვიმატებია. ერთადერთი, ვინც ათობით ცვლილების შემოღება მოითხოვა, „ჰამასია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას შესაბამისად უპასუხებს.
„ჩვენ ვუპასუხებთ და მძიმე ფასით ვაზღვევინებთ ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი აქტისთვის, ნებისმიერი ფრონტიდან“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.