ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციამ 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციამ 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ კარაკასში გამართულ მიტინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
დაკავებულებს მან მძიმე დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი და მკაცრი განაჩენით დაემუქრა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო კომისიამ მადურო გამოაცხადა.