ტატო გრიგალაშვილი: შეგვეძლო, მეტი მედალი გვქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს

„ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო, მეტი მედალი გქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს”, – ამის შესახებ ვერცხლის მედლის მფლობელმა ტატო გრიგალაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.

„ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ველოდებით ოქროს მედლებს“, – აღნიშნა გრიგალაშვილმა.

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

ასევე იხილეთ