არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია და ცალსახაა, თუ რატომ არის მკვლელობის მცდელობის ადრესატი
როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ცალსახაა, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების ადრესატი – ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის გარანტია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.
„არსებობენ ადამიანი, რომელთა მთავარი მზიანია, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, შესაბამისად არ გვიკვირს, რომ ასეთი საქმე ჩვენთანაც მზადდებოდა. ამავე დროს, „ქურდს ქუდი ეწვისო“ – ეს ოპოზიციონერები ასე დღეში არიან ჩავარდნილები და ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე მიაჩუმათონ ან გაბლარონ ეს ამბავი ნიუსფიდში“, – აღნიშნა გორდულაძემ.