ბექა ოდიშარია: თამაში დამთავრებულია, პარტია „ლელო“ აღარ არსებობს

x

„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს”, – ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წაგებულ დავას. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიასთვის გაუგებარია, რა მოტივაციით შეიძლება გააგრძელონ ყოფილმა ბანკირებმა პოლიტიკური საქმიანობა, ვინაიდან, მისი შეფასებით, ყოფილი ბანკირები მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებდნენ.

„ლელოდ“ წოდებული ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტზე პარაზიტირებას ცდილობდა და მიიღვწოდა, რომ ქართველი ხალხისთვის იმ დროინდელი ბიუჯეტის ერთი მეოთხედი გამოეგლიჯა და ჯიბეში ჩაედო, არის პირწმინდად დამარცხებული, არა მხოლოდ ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიერ, არამედ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ. თამაში დამთავრებულია და ახლა რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ, ჩემთვის გაუგებარია. პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე იხილეთ