ლევან ნიკოლეიშვილი: ძველ საქმეებზე საპატიმრო სასჯელის მოხდის პირობებში მყოფი სააკაშვილისთვის საზღვრის უკანანო კვეთის ახალ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, მისთვის პირიქით უფრო მისაღები უნდა იყოს, თუ მას სხვა „დანაშაულებრივი გეგმები და მიზნები“ არ ამოძრავებს
„იგი მხოლოდ სარგებელს იღებს ამ პატიმრობის შეფარდებით, ვინაიდან მისი მდგომარეობა არანაირად არ უარესდება, ისედაც პატიმარია სხვა საქმეებზე და მათ ანგარიშში ახალ საქმეზეც ჩაერთო საპატიმრო ვადის დღეების ათვლა, რაც იწვევს მათ ორმაგ გამოქვითვას საპატიმრო ვადებიდან”, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა არანაირად არ აზიანებს ყოფილი პრეზიდენტის ინტერესებს და პირიქით, ორმაგად უქვითავს საპატიმროში გასატარებელ დღეებს, ვინაიდან იგი სხვა, ძველ საქმეებზე ისედაც იხდის უკვე სასჯელს.
მისივე თქმით, ცხადი ხდება, თუ რატომ დააყენა პროკურატურამ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე, ვინაიდან, მაღალი ალბათობით უწყებას აქვს კონკრეტული მასალები სააკაშვილის სხვა დანაშაულებრივ გეგმებზე და საქმიანობაზე, თუმცა, გარკვეული მოსაზრებებით ჯერ თავს იკავებს და არ ამხელს ამ ინფორმაციას.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო (მოსამართლის შეცვლის გამო). სასამართლომ საწყისსავე ეტაპზე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკური თავისებურებების და საშიშროების, მათ შორის რეციდივის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან პატიმრობის გამოყენების საფუძვლების მათ შორის მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების თუ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების გათვალისწინებით.
აღნიშნულს სააკაშვილის, მისი პარტიის – ნაც. მოძრაობის თუ სატელიტი პოლიტიკური ჯგუფების და „ჯიბის ტელევიზიების“ მხრიდან მოჰყვა ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა, რომ თურმე რაღაც გაუგონარი რამ მოხდა და პოლიტიკური სარჩულის მიკერება სცადეს ჩვეულ სტილში.
სინამდვილეში, ვინც ოდნავ გარკვეულია იურისპრუდენციაში მარტივად მიხვდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველანაირი ლოგიკით თვით სააკაშვილისთვისაა ხელსაყრელი და მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო ყოველმხრივ, გარდა იმ შემთხვევისა თუ მართლაც ისევ დანაშაულებრივი მეთოდების და უკანონო გზების გამოყენებას არ ფიქრობს , რომელთა რისკების დასაზღვევადაც იშუამდგომლა სწორედ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.
მივყვეთ თანმიმდევრულად: მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის 2 სისხლის საქმეზე: 1. გირგვლიანის ე.წ. შეწყალების საქმე და 2. ვალერი გელაშვილის ე.წ. ცემის საქმე ორივე მათგანზე მისჯილი აქვს საპატიმრო სასჯელები. ამ უკანასკნელ საქმეზე(გელაშვილის ცემის ფაქტზე) მისთვის შეფარდებულია უფრო მკაცრი სასჯელი რომელიც შეადგენს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად სრულიად ცხადია და ლოგიკურია, რომ ახლანდელ ე,წ, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე(რომელიც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს) თუ იგი გამტყუნდება, მისი ახალი სასჯელი ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ნაკლები იქნება ვიდრე უკვე მისჯილი 6 წლიანი პატიმრობა და შესაბამისად აშკარაა, რომ უპირობოდ უფრო მსუბუქი სასჯელი ვერანაირად ვერ შთანთქავს უფრო მძიმე სასჯელს და ცხადია რომ ახალი სასჯელი(ცხადია გამტყუნების შემთხვევაში) მას ცალკე ექნება მოსახდელი.
ანუ შესაბამისად დასკვნა: საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ცალსახად არანაირად არ აზიანებს მ.სააკაშვილის ინტერესებს და პირიქით ორმაგად უქვითავს საპატიმროში გასატარებელ დღეებს. კერძოდ, როდესაც იგი სხვა ძველ საქმეებზე ისედაც იხდის უკვე საპატიმრო სასჯელს, მას ამის პარალელურად დღევანდელი შეფარდებული პატიმრობით დაეწყო ათვლა და საპატიმრო ვადის დინება უკვე ამ ახალ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე. შესაბამისად ჰიპოთეტურად თუ ის ამ ახალ საქმეზე გამტყუნდება(რომლის ალბათობაც ძალიან მაღალია, იმიტომ პრაქტიკულად დადასტურებულია მის მიერ, არაჟნის კონტეინერებში სამარცხვინოდ ჩამალვით, საზღვრის უკანონო კვეთა), იგი რეალურად სხვა ძველ საქმეებზე მისჯილი პატიმრობის ვადების მოხდის ანგარიშში დღეიდან მოყოლებულ პერიოდს გამოიქვითავს პროპორციულად და შესაბამისად ეს ვადა მოხდილად ჩაეთვლება და გამოაკლდება ახალი განაჩენით მისჯილი სასჯელის ვადას ანუ ეს პერიოდი მას მოაკლდება და შესაბამისად მოხდილად ჩაეთვლება საზღვრის კვეთის საქმეზე.
სხვაგვარი სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მხოლოდ სარგებელს იღებს ამ პატიმრობის შეფარდებით, ვინაიდან მისი მდგომარეობა არანაირად არ უარესდება, ისედაც პატიმარია სხვა საქმეებზე და მათ ანგარიშში ახალ საქმეზეც ჩაერთო საპატიმრო ვადის დღეების ათვლა, რაც იწვევს მათ ორმაგ გამოქვითვას საპატიმრო ვადებიდან. სხვა შემთხვევაში, თუ მას ახლა ძველი საქმეების ფარგლებში მიმდინარე პატიმრობის პარალელურად არ შეეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, მაშინ მას ახალი განაჩენით ცხადია სრულად ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე მოუწევდა საპატიმრო სასჯელის სრული მოხდა.
აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ძველ საქმეებზე საპატიმრო სასჯელის მოხდის პირობებში მყოფი მ. სააკაშვილისთვის საზღვრის უკანანო კვეთის ახალ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არანაირი ზიანის მომტანი არ არის მისთვის და პირიქით უფრო მისაღები უნდა იყოს, თუ ცხადია მას სხვა „დანაშაულებრივი გეგმები და მიზნები“ არ ამოძრავებს. ამიტომ გაუგებარია სააკაშვილის მხარის რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე და სწორედაც რომ ერთგვარი „ლაკმუსის ქაღალდია“ იმის გამოსააშკარავებლად – აპირებს თუ არა კვლავ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებას ახლო მომავალში.
შესაბამისად, უკვე ცხადი ხდება თუ რატომაც დააყენა პროკურატურამ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე, ვინაიდან მაღალი ალბათობით მას აქვს კონკრეტული მასალები და და შესაბამისი მონაცემები სააკაშვილის სხვა დანაშაულებრივ გეგმებზე და საქმიანობაზე, თუმცა გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებებით ჯერჯერობით თავს იკავებს და არ ამხელს ამ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და ახალი დანაშაულების გამოაშკარავებას, რასაც სავარაუდოდ გეგმავენ მ. სააკაშვილი და მისი ჯგუფი.
სხვა ნებისმიერ შემთხვევაში გაუგებარია ის ისტერია, რაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოჰყვა და ეს მოდელირებული და ხელოვნური აჟიოტაჟი (რაც, “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეული ხელწერაა) სწორედაც რომ მიუთითებს, რომ მათ დანაშაულებრივ გეგმებს ხელი შეეშალა და ამ შემთხვევაში თავიანთივე ქმედებებით ამართლებენ ძველ ქართულ ანდაზას – „ქურდს ქუდი ეწვისო“- რაც სწორედაც რომ სააკაშვილს ესადაგება და მისმა არაადეკვატურმა რეაქციებმაც ამის სრული ლუსტრაცია მოახდინა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.