სოფელ ნოსტეში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნით, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტს  შპს „ნიუ ჩინ“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა.

ასევე იხილეთ