გიორგი მამაცაშვილი: აი, ესაა ბიძინა ივანიშვილის დამსახურება!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არქივმა და “მემორიმ” ამომიგდო ეს ვიდეოკლიპი… “პატარა ხელები” ჰქვია და 90-იანებში შეიქმნა… კლიპს პირველ კომენტრში დავდებ.
🔸 არადა, რამხელა სხვაობაა ჩვენს ბავშვობასა და დღევანდელი ანგელოზების თაობებს შორის…
🔸 მაშინ სიკეთის გამარჯვებაზე ვოცნებობდით და ომებისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშებას ვუმღეროდით.
მაშინ ომში წასული მამებისა და ძმების შინ დაბრუნებას ნატრობდნენ ბავშვები.
🔸 ეს სიმღერა 90-იან წლებშია შექმნილი.
როცა აფხაზეთის ქართულ მიწას იცავდნენ ჩვენი უწვერულვაშო ბიჭები…
როცა არც შუქი იყო და არც ევროპისკენ მიმავალ გვირაბში ენთო სინათლე.
მერეც, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც ბევრი ანგელოზი დაობლდა.
ნაციონალური სადისტური ხელისუფლების მიერ მართულ თუ თავსმოხვეულ ომებსა თუ საშინაო სასაკლაოებზე დაქვრივდა და დაობლდა ბევრი.
მაშინაც ვერ ვხვდებოდით ბოლომდე მშვიდობის ფასს და ყავლგასულად ვთვლიდით სუფრის დასაწყისში წარმოთქმულ მშვიდობის სადღეგრძელოს…
არადა, ეს ყოფილა მთავარი.
🔸 ვუსმენ ამ სიმღერას და ის სისხლიანი წლები მახსენდება, სოხუმიდან და გაგრიდან, ოჩამჩირიდან და გუმისთიდან ყოველდღე რომ ახალგაზრდების ცხედრებს ხვდებოდა ხალხი აეროპორტში…
მერე იყო და, რაც გავიარეთ 2003-12 წლებში, მეტ-ნაკლებად გვახსოვს ყველას და აღარ შეგაწყენთ თავს…
🔸 ახლაც ვუყურებ ამ კლიპს და ათიათასჯერ ვრწმუნდები – 26 ოქტომბერს სხვა ალტერნატივა არ აქვს ქართველ ერს!
სხვა გზა, გარდა მშვიდობისა და სტაბილურობისა, არ გააჩნია ქართველ საზოგადოებას!
❗️ აი, ესაა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დამსახურება და ბრმა უნდა იყო, ვერ ამჩნევდე!
ყრუ უნდა იყო, არ გესმოდეს!
ან უგნური მოყვარე უნდა იყო, ან შეგნებული მტერი ამ ქვეყნისა, ასეთი გლობალური დაპირისპირებების ფონზე, ჩვენში არსებული მშვიდობის ფასს ვერ ხვდებოდე!
🔸 ესაა მთავარი, თორემ 90-იან წლებში, ერთი რეისით რომ გმირების ჩამოსვენებას ხვდებოდა ხალხი, – მეორე რეისით დუბაიში საყიდლებზე გარბოდა ბევრი პეროგაყრილი ვიგინდარა და ეგეც კარგად გვახსოვს…
🔹
მჯერა, ამ შემოდგომაზეც, ამ არჩევნების მერეც ბევრი “პატარა ხელები” გააგორებს ბურთს, ბევრი ანგელოზი გააკრავს კედელზე მამარდას და კვარას პლაკატებს, ქუჩებში ისევ ითამაშებენ “კლასობანას” და ბევრ, ძალიან ბევრ მზეს დახატავენ მზისფერი აკვარელით…”