ირაკლი კირცხალია: როდესაც ორგანიზაცია იძახის, რომ დემოკრატიის სადარაჯოზეა და ამ დროს პრობლემა აქვს „გამჭვირვალობის კანონთან“, ეს არის სირცხვილი

x

„როდესაც ორგანიზაცია იძახის, რომ დემოკრატიის სადარაჯოზეა და ამ დროს პრობლემა აქვს გამჭვირვალობასა და გამჭვირვალობის კანონთან, ეს არის სირცხვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„არის დესტრუქციის მცდელობა, რომელიც ფუჭად ჩაივლის, რადგან კანონი უკვე ამოქმედებულია. კითხვებს აჩენს და სირცხვილია, როდესაც ორგანიზაცია იძახის, რომ არის დემოკრატიის სადარაჯოზე და პრობლემა აქვს გამჭვირვალობასა და „გამჭვირვალობის კანონთან“, – აღნიშნა კირცხალიამ.

გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, ამოქმედდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი. ვებგვერდზე იმ ორგანიზაციების ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, რომელთა ფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოურია. ჯერჯერობით, ვებ-გვერდზე არც ერთი ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის.

ასევე იხილეთ