“გუშინ ჩვენ ვიხილეთ ომის მანიფესტი, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ძალაუფლება ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ჩაიგდოს, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ქვეყანას ომში შეათრევენ, ხოლო მეორე არჩევანი არის მშვიდობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს მკაფიო, ამიტომაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მნიშვნელოვანი, რომ მშვიდობის პოლიტიკის მიმართ დააფიქსიროს ხალხმა არჩევანი. ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკის წყალობით, საქართველო არის მშვიდობის კუნძული მთლიანად რეგიონში. ვხედავთ, როგორ საუბრები მიდის ამ დღეებში, რომ შეიძლება კიდევ ერთი ომის კერა წარმოიშვას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.