კოლუმბიის კონგრესი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყანაში პაბლო ესკობარის ამსახველი სუვენირების გაყიდვა აიკრძალოს

JPG edited with https://ezgif.com/resize

კოლუმბიის ეროვნული კონგრესი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყანაში ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ამსახველი სუვენირების გაყიდვა აიკრძალოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent ავრცელებს.

თუმცა, ამ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგებიან მოვაჭრეები, ვინაიდან პაბლო ესკობარის ამსახველი სუვენირები პოპულარულია ტურისტებს შორის.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს 170 დოლარამდე ჯარიმას ესკობარისა და სხვა კრიმინალების ამსახველი პროდუქციის გაყიდვისთვის და საშუალებას მისცემს პოლიციას, დააჯარიმონ ისინი, ვინც ატარებენ მაისურებს, ქუდებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც განადიდებენ ცნობილ ნარკობარონს.

კოლუმბიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელმა, კრისტიან ავენდანომ განაცხადა, რომ დროა, კოლუმბიამ მოიშოროს მაფიის ბოსების ქვეყნის იმიჯი.

„ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ადამიანების ქება, თითქოს მათი დანაშაული მისაღებია. არსებობს ბიზნესის გაზრდის სხვა გზები“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ