ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების გეგმაზე: მას თუ ეს დავალება პრინციპულად დაუდგება, ის ამის გამკეთებელია

„მას თუ ეს დავალება პრინციპულად დაუდგება, ის ამის გამკეთებელია”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გეგმაზე.

„მას თუ ეს დავალება პრინციპულად დაუდგება, ის ამის გამკეთებელია. ამიტომ ეძებს გზას, რომ თურმე, სააკაშვილთან მიმართებაში კი არ ყოფილა მძიმე ბრალდებები ევროპის სასამართლოს მიერ ასევე დადასტურებული, არამედ, თურმე, დღეს მიმდინარე პროცესი ყოფილა „პიჯაკების საქმე“. ამიტომ ცდილობს, რომ სააკაშვილი რაღაცნაირად გაათეთროს, მაგრამ სააკაშვილის გათეთრებასთან ერთად იმდენად შავდება თვითონაც, რომ ამის არც მთქმელი ჰყავს, არც მრჩეველი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ