არჩილ გორდულაძე: თითქოს საზოგადოებრივი აზრის შემზადებას ახდენენ, რათა არ იყოს გასაკვირი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს

“თითქოს საზოგადოებრივი აზრის შემზადებას ახდენენ, რათა არ იყოს გასაკვირი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილიც კი შეიწყალოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„როდესაც ადამიანი ამბობდა, რომ დეპოლარიზაციისთვის არის ხელსაყრელი ნიკა გვარამიას შეწყალება და გვახსოვს ნიკა გვარამიას განცხადებები, პიროვნული შეურაცხყოფები, ათასი უბედურება, რასაც ის ამბობდა და ამის ფონზე მაინც შეიწყალა, სადმე პოლარიზაციის შემცირება ნახეთ? თუ პირიქით, ჩვენი გუნდის წევრებზე, ჩვენს ოჯახებზე და შვილებზე არ მიმდინარეობს ტერორი. თითქოს საზოგადოებრივი აზრის შემზადებას ახდენენ, რათა არ იყოს გასაკვირი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილიც კი შეიწყალოს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

 

ასევე იხილეთ