ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ევროპის საბჭო კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტიდან 16 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – დაწერა მან.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭო კვლავ ღრმად შეშფოთებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით.

ასევე იხილეთ