ირაკლი ქადაგიშვილი აგვისტოს ომის დაწყების თარიღზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ყველანაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში და ხსოვნაში ეს თარიღები

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ყველანაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში და ხსოვნაში ეს თარიღები”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

„გაუგებარია, რა კონკრეტული მიზანი აქვთ, მაგრამ ერთი რამ ნათლად არის გასაგები – ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად აღრეულობა შეიტანონ, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რეალურად, რომელი თარიღია, რომელშიც ჩვენ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ტრაგედიას და აგრესიის შედეგებს, რაც რუსეთის აგრესიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სრულიად გაუცნობიერებელ და მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ