ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ პარიზის ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ (87 კგ). მერვედფინალში ის ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაუპირისპირდა, ორთაბრძოლა მის გამარჯვებით დასრულდა და მეოთხედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვს შეხვდება.
ოლიმპიადაზე ლაშა გობაძის დებიუტი ტოკიოში შედგა, სადაც მან მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. 30 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა დათმო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.