თურქეთი აპირებს შეუერთდეს სამხრეთ აფრიკის სარჩელს ისრაელის წინააღმდეგ

თურქეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ შეუერთდეს სამხრეთ აფრიკის სარჩელს ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იყო შეტანილი. ამის შესახებ Reuters იუწყება.

კერძოდ, სამხრეთ აფრიკის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ისრაელის ქმედებები ღაზას სექტორში უნდა შეფასდეს, როგორც გენოციდი.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობის გამო მიიღო, რამაც ღაზაში სისხლის ღვრას  შეიძლება, ბოლო მოუღოს.

ისრაელი ღაზაში გენოციდში ბრალდებებს უარყოფს და სასამართლოში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაცია არის თავდაცვა და 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხი.

ასევე იხილეთ