ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადაზე რეპეშაჟში იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ (87 კგ). ის ბულგარეთი სახელით მოასპარეზე სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 3:8 დათმო.
ქართველის მეტოქემ ფინალში გასვლა შეძლო, რის შედეგადაც ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟის გავლით მიეცა. რეპეშაჟში ლაშა გობაძე 8 აგვისტოს იჭიდავებს.
პირველ შეხვედრაში ლაშა გობაძემ ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.