კახა კალაძე: აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის. ურყევია რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, შენებით, წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად

„აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძესოციალურ ქსელში წერს.

„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები- აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.

ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად.

მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომელთაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი -საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, – წერს კალაძე.

ასევე იხილეთ