აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 8 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს თარიღი უკავშირდება წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივ ქმედებას და დიდ უპასუხისმგებლობას.
„ეს დღე უკავშირდება წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუთვლელობას, რომ ქვეყანას აერიდებინა თავიდან ასეთი უთანასწორო ბრძოლა. ჩვენ, პოლიტსაბჭომ, გუშინ გავავრცელეთ განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები შეფასდეს. ქვეყანამ დაიცვა თავისი სიამაყე, ქართული ჯარის ავტორიტეტი ყველა საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგში. თუმცა, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუთვლელობა, უპასუხისმგებლობა, მოღალატეობრივი ქმედება უნდა შეფასდეს და ეს მოღალატე რეჟიმი, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ სახით, უნდა გასამართლდეს ამ უპასუხისმგებლობისთვის, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიებისთვის. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევის წინაშე მოქმედი მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობიანი გზებით ეს გამოწვევა იქნას დაძლეული“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.