16 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებთან ერთად პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. მამა ალექსანდრემ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ომს, კასპის მუნიციპალიტეტიდან 4 მებრძოლი შეეწირა: გელა თიგიშვილი, იოსებ ბეჟუაშვილი, ალბერტ ბალხამიშვილი და კახა კოშაძე.
კასპის დაბომბვისას დაიღუპა რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ ხოვლეში კახა კოშაძის, აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.