ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: კიევს შეუძლია გამოიყენოს გერმანული იარაღი კურსკის რეგიონში

უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ გადაცემული იარაღი კურსკის რეგიონში, – ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკუს ფაბერმა გაზეთ Berliner Morgenpost-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მედიის ცნობით, ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს გერმანული იარაღის გამოყენებაში რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლისთვის, ვინაიდან რუსეთის ფედერაციაც ომის ზონაა.

„გერმანული იარაღი, უკრაინაში გადატანის შემდეგ, ხდება უკრაინული იარაღი. ეს ეხება ყველა იარაღს, მათ შორის „ლეოპარდ-2“-ს. ორივე სახელმწიფოს ტერიტორია არის საბრძოლო ზონა. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს“, – განმარტა ფაბერმა.

ასევე იხილეთ