ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართული ოცნების” დამსახურებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც „ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება ბრალდებოდა.

ბოჟაძის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა!

„ქართული ოცნების” დამსახურებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა”, – წერს ბოჟაძე.

ასევე იხილეთ