იოავ გალანტი: თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს აგრესიას, ისრაელი მას მთელი ძალით შეებრძოლება
ისრაელი „ჰეზბოლას“ მთელი ძალით შეებრძოლება, თუ ლიბანში ტერორისტული ჯგუფი გააგრძელებს ესკალაციას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
„ისრაელის სახელმწიფოს სურს მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩრდილოეთ საზღვრის ორივე მხარეს და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს რეგიონის დესტაბილიზაციას. თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს აგრესიას, ისრაელი მას მთელი ძალით შეებრძოლება“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
رسالة وزير الأمن الإسرائيلي لأهل لبنان pic.twitter.com/qEZVSJOfb7
— יואב גלנט – Yoav Gallant (@yoavgallant) August 8, 2024