გიორგი ფხაკაძე: კოვიდაფეთქება 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ 19-ის შემთხვევების მატების შესახებ წერს.

„კოვიდ აფეთქება 90-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. 40-მდე სპორტსმენი კოვიდ ინფიცირებულია ოლიმპიადაზე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 6 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოლიმპიურ სოფელში კოვიდისა და რესპირატორული დაავადებების დაფიქსირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ჯანმოს ცნობით, პარიზის ოლიმპიადაზე 40-ზე მეტი სპორტსმენს აღმოაჩნდა კოვიდ-19 და რესპირატორული ვირუსები, რაც, ორგანიზაციის განცხადებითვე, მიუთითებს ვირუსის შემთხვევების გლობალურ ზრდაზე ვაქცინაციის შემცირების გამო.

 

ასევე იხილეთ