კახა კალაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმ დანაშაულის გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმ დანაშაულის გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შანსი იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმ დანაშაულის გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. ამ გაუაზრებელი ქმედებებით, პოლიტიკით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ეს იყო ცალსახად ქვეყნის ღალატი. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. უმძიმესი შედეგები მიიღო საქართველომ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოხდეს დეტალური გამოძიება, თუ რა მოხდა რეალურად და ყველას გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.“

ასევე იხილეთ