პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ირაკლი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ორი წევრი – ირაკლი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

ატაცში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ირაკლი ჩხეიძე 102 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა. ჩხეიძე ოლიმპიადაზე გამოსვლას თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყებს.

ფიცარნაგზე +102 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. 30 წლის ქართველი ძალოსანი მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლას თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყებს.

პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსანთა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო შოთა მიშველიძემ (61 კგ). მან შეჯიბრებაზე ორჭიდის ჯამში 256 კგ-ით მეექვსე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ