აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

„აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

ასევე იხილეთ