არჩილ თალაკვაძე: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ლენტებს ჭრიდა „ქართუს“ დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, ეს პროექტები მათთვის გახდა მიუღებელი

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ლენტებს ჭრიდა „ქართუს“ დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, ეს პროექტები მათთვის გახდა მიუღებელი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეების გადმორგვასთან დაკავშირებულ პროცესებს.

„ეს არის უბრალოდ, სასაცილო. ჯერ პოლიტიკური მათემატიკა ჰქონდათ გამრუდებული, ახლა უკვე პოლიტიკური ლოგიკაც აქვთ გამრუდებული. ეს რადიკალური ოპოზიცია მთელი თავისი პროპაგანდისტული მედიებით, აქტივისტებით, რადიკალური ჯგუფებით პროექტის განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში ხელს უშლიდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე დეზინფორმაციით და სხვადასხვა მექანიზმით დენდროლოგიური პარკის პროექტს. ეს პროექტი მაინც შედგა და ის რა თქმა უნდა, არსებობას განაგრძობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეკვეთილის დენდროპარკმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბაობაბის ხეების გახმობასა და გადმორგვის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.

ასევე იხილეთ