გოგა ხაინდრავა: დღეს „დემოკრატებისთვის“ ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„სტუმარი ღვთისაა!
სალამი ამერიკელ სტუმრებს Ms. შაჰინს და Mr. ტერნერს!
ვიცით რა მათი ღვაწლი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ქომაგობის სფეროში, პირველად მათ ვიზიტს ღაზაში და უკრაინაში ველოდით! ჩანს, დღეს „დემოკრატებისთვის“ ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!“