კობა კობალაძე ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს სამსახურის დირექტორისგან და ხელმძღვანელი პირებისგან.
კობა კობალაძე ვეტერანებთან შეხვედრას კვლავ გააგრძელებს.