თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც თავს აფარებდნენ სკოლას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.
მათივე ცნობით, სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განლაგებული და ოპერაციას, სულ მცირე, 20 ტერორისტი და დაჯგუფების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.