მაკა ბოჭორიშვილი: სენატორს და კონგრესმენს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა შედგა მიღების ფორმატში, მას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დღეს შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ასევე იხილეთ