შალვა პაპუაშვილი გენო პერტიაშვილს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გენო პერტიაშვილს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია.