რუსეთმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანა, დაშავებულია ათი ადამიანი
რუსეთმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
„ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მოზარდი”,– წერს მროჩკო.
როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რუსებმა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.