შალვა პაპუაშვილი ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობას ულოცავს.
ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია.