მიხეილ სარჯველაძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე: ლოგიკურად მეჩვენება, რომ საკითხზე შეფასება გაკეთდეს სამართლებრივიც, პოლიტიკურიც, ეთიკურიც და ამას დაერქვას თავისი სახელი

“ლოგიკურად მეჩვენება, რომ ამ საკითხზე [2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე] შეფასება გაკეთდეს სამართლებრივიც, პოლიტიკურიც, ეთიკურიც და ამას დაერქვას თავისი სახელი”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს („ნაციონალური მოძრაობა“) არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე გახსოვთ როგორ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საქართველო დადანაშაულებულია, რომ თითქოს დაიწყო საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გვაკრიტიკებს. ხელისუფლებას, რომელმაც უზრუნველყო სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამარჯვებით ამ საქმის დამთავრება 2021 წლის 21 იანვარს და დაძრა პროცესი ჰააგაში ამ მიმართულებით. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. საზოგადოებაში თუ არსებობს კითხვის ნიშნები, ბუნებრივია ამ საკითხზე კითხვებზე პასუხის გაცემა საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესშია. ლოგიკურად მეჩვენება, რომ ამ საკითხზე (2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე) შეფასება გაკეთდეს სამართლებრივიც, პოლიტიკურიც, ეთიკურიც და ამას დაერქვას თავისი სახელი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

ასევე იხილეთ