მიხეილ სარჯველაძე: არასამთავრობო სექტორის სახელი კი ჰქვიათ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ისინი არიან სხვა სახელისა და სტატუსის მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში გვხვდებიან

“როდესაც ვხედავთ, რომ არასამთავრობოების გავლით, რომელთაც ყოველგვარი ზღვარი წაშალეს არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ აქტივობების დაფინანსება ხორციელდება, ეს არ გამოიყურება ისე, რაც თავსებადად შეიძლება, მივიჩნიოთ ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებთან”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრი ოპოზიციონერებისა და ენჯეოს წარმომადგენლების მიერ დემოკრატიის ფესტივალის სახელით გამართულ ღონისძიებებს გამოეხმაურა.

„სახელი კი ჰქვია არასამთავრობო სექტორისა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ისინი არიან სხვა სახელისა და სტატუსის მქონე, მაგრამ იგივე ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში გვხვდება. სამწუხაროდ ასეთ დროს, ირიბად მონაწილეობს უცხოეთის დაფინანსება ქართულ პოლიტიკაში. წესით ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია, ასეთ ქმედებებზე პროტესტი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ