ჯეიკ პოლი 2028 წლის ოლიმპიადაზე კრივის ტურნირში მონაწილეობას აპირებს
ცნობილმა ბლოგერმა და მოკრივემ ჯეიკ პოლმა (10-1) განაცხადა, რომ გეგმებში აქვს 2028 წლის ზაფხულის თამაშებში მონაწილეობა, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
„მე ვაპირებ მონაწილეობას. დავიღალე ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი ოქროს ლოდინში. მე ვაპირებ ამის გაკეთებას, რატომაც არა? 2028 წელს, ოლიმპიური თამაშები, თქვენ ეს აქ პირველად მოისმინეთ. ოქროს მედალი“, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლმა.
თავის ბოლო ბრძოლაში ბლოგერმა გამარჯვება მოიპოვა UFC-ის მებრძოლზე მაიკ პერზე. მან ის მეექვსე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. ბრძოლა 20 ივლისს შედგა.
ჯეიკ პოლს გასული წლის 15 ნოემბერს უნდა ეჩხუბა ლეგენდარულ მაიკ ტაისონთან, მაგრამ ბრძოლა გადაიდო.