რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, – განაცხადა სმირნოვმა.
სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.
უკრაინული პროექტის DeepState-ს ინფორმაციით კი, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის 44 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, კიდევ 10 დასახლების სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველია.