თეთრი სახლი: ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ უცხოურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი გმობს აშშ-ის არჩევნებში უცხოურ ჩარევას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ჯონ კირბიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი ჰაკერებმა გატეხეს. ტრამპის განცხადებით, მან შესაბამისი შეტყობინება შაბათს, გვიან საღამოს, კომპანია მაიკროსოფტისგან მიიღო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჰაკერული თავდასხმა ირანმა განახორციელა.

„უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც ბევრჯერ ვთქვით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ უცხოურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში, ან ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის შელახვას“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

ასევე იხილეთ