მედია: ირანმა მოამზადა რაკეტები და დრონები, როგორც ეს აპრილში ისრაელზე თავდასხმის წინ გააკეთა
ირანმა მოამზადა რაკეტები და დრონები, როგორც ეს აპრილში ისრაელზე თავდასხმის წინ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელელი ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი აშშ-სა და ისრაელში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბარაკ რავიდის თქმით, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ისრაელს და არც აშშ-ს არ შეუძლიათ ირანის საპასუხო თავდასხმის ზუსტი დროის პროგნოზირება.
რავიდი ასევე ციტირებს ისრაელელ მაღალჩინოსანს, რომელიც ამბობს: „ირანელები ღიად აფიქსირებენ თავიანთ გადაწყვეტილებას განახორციელონ მნიშვნელოვანი თავდასხმა. ირანის საჯარო განცხადებები არ ასახავს უკან დახევას“.