გიგი წერეთელი, ნინო კალანდაძე, კობა სუბელიანი – გიორგი იაკობაშვილი „ნაცმოძრაობის“ იმ წევრების სიას აქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დატოვეს
For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველო დატოვეს და საზღვარი გადაკვეთეს.
„რუსეთი მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს:
გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;
დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;
კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;
კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;
ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;
გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;
ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;
მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს შუადღისას;
პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;
თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;
ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;
გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში“, – წერს გიორგი იაკობაშვილი.