გურამ მაჭარაშვილი: არც ერთი დონორი, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპოზიციას აფინანსებს, აღარ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად 26 ოქტომბრის შემდგომ შეფასებებში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილმა „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაშიფრული სქემით დამფინანსებლების რეალური პოლიტიკური მიზნები და სანდოობის ხარისხი აშკარაა.

„დანიის სახელმწიფო, საელჩო და არც ერთი ის დონორი, რომელიც აფინანსებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპოზიციას აღარ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად 26 ოქტომბრის შემდგომ შეფასებებში. რატომ?! იმიტომ რომ ის არის დაინტერესებული კონკრეტული „ენჯეოსა“ და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთსა და ქუთაისში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდება.

ფესტივალებზე ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დემოკრატიის სახელით გამართულ ფესტივალს საქართველოში, დანიის პარლამენტის მიერ შექმნილი ორგანიზაცია აფინანსებს.

დანიის პარლამენტმა „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ქვეყნის ბიუჯეტით ფინანსდება და საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

ასევე იხილეთ