ირაკლი ქადაგიშვილი: ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია!

x

„ზოგადად, ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, „სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”

„ზოგადად ტყუილი მისი ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ“ და საერთოდ ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც კი მიკროფონთან ან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. ის რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ