ავთანდილ თალაკვაძე: ჩაის კულტურის პოპულარიზაცია, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია

შეკვეთილში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.

„ჩაის გზის“ ფარგლებში, მუსიკოსების პარკში გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩაის დამზადების მასტერკლასი, მოეწყო ფოტო გამოფენა, სადეგუსტაციო და გასართობი სივრცეები, შესრულდა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ნომრები.

ღონისძიება გელა გნოლიძის და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

„მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი ჩავატარეთ, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, 60-მდე ჩაის მწარმოებელს და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ. ჩაის კულტურის პოპულარიზაცია, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად საინტერესო პროექტებს ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი ბლექ სი არენას და მუსიკოსთა პარკის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის! მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, სტუმრებს და ტურისტებს ჩაის ფესტივალში მონაწილეობისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ასევე იხილეთ