Axios: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ Axios ავრცელებს.

როგორც გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპის მიზანი „ჰამასთან“ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუს წახალისება იყო. თუმცა უცნობია, კონკრეტულად, რა უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს.

ივლისში ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს და ყველა ტყვე დაიბრუნოს.

ასევე იხილეთ